ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
Home მსოფლიო ვლადიმერ პუტინისა და სტივ უიტკოფის შეხვედრის თემა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ასპექტები იყო – კრემლი

ვლადიმერ პუტინისა და სტივ უიტკოფის შეხვედრის თემა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ასპექტები იყო – კრემლი

by admin

ვლადიმერ პუტინისა და სტივ უიტკოფის შეხვედრის თემა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ასპექტები იყო, – ამის შესახებ განცხადებას კრემლი ავრცელებს.

“რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა შეხვედრა გამართა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივენ უიტკოფთან. შეხვედრის თემა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ასპექტები იყო”, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

სანქტ-პეტერბურგში, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შორის შეხვედრა ოთხსაათნახევარს გაგრძელდა.

სტივ უიტკოფი რუსეთიდან ომანში გაფრინდა, სადაც აშშ-სა და ირანს შორის მაღალი დონის არაპირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართება

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay