ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
Home მსოფლიო ჩინეთი აშშ-დან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფებს 125%-მდე გაზრდის, გადაწყვეტილება ძალაში ხვალიდან შევა

ჩინეთი აშშ-დან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფებს 125%-მდე გაზრდის, გადაწყვეტილება ძალაში ხვალიდან შევა

by admin

ჩინეთი აშშ-დან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფებს 125%-მდე გაზრდის. ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, გადაწყვეტილება ძალაში ხვალიდან შევა.

ამასთან, უწყებამ მიანიშნა, რომ ეს პეკინის მხრიდან აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ტარიფების დაწესების ბოლო შემთხვევა იქნება.

„მაშინაც კი, თუ აშშ კიდევ უფრო მაღალ ტარიფებს დააწესებს, ამას აღარ ექნება არანაირი ეკონომიკური მნიშვნელობა და მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში ხუმრობად შევა. თუ აშშ ტარიფებთან რიცხვების თამაშს გააგრძელებს, ჩინეთი არ უპასუხებს“, – ნათქვამია ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-დან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფებს 125%-მდე გაზრდა ტრამპის მიერ ჩინურ საქონელზე გადასახადის 145%-მდე გაზრდის გადაწყვეტილებაზე საპასუხო რეაქცია იყო

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay