ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
Home პოლიტიკა ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა

by admin

ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დადებით დინამიკას, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივას.

“კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay