სამშაბათი, აპრილი 28, 2026
Home პოლიტიკა ევროკავშირი ამერიკულ იმპორტზე 25%-იან ტარიფებს 90 დღით გადაავადებს

ევროკავშირი ამერიკულ იმპორტზე 25%-იან ტარიფებს 90 დღით გადაავადებს

by admin

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა X-ზე დაწერა, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან ტარიფების დაპაუზების შემდეგ ევროკავშირი აშშ-სთან მოლაპარაკებებს ცდის, ხოლო ამერიკულ პროდუქციაზე 25%-იანი ტარიფების დაწესების გადაწყვეტილებას 90 დღით გადაავადებს.

“ჩვენ მხედველობაში ვიღებთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას. გვსურს, მოლაპარაკებების გამართვას შანსი მივცეთ”. – დაწერა მან.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის მიერ მიღებული საპასუხო ზომები, რასაც “წევრი სახელმწიფოების მხრიდან მტკიცე მხარდაჭერა ჰქონდა”, 90 დღით გადავადდება, თუმცა მან დაამატა, რომ “მაგიდაზე ყველა ვარიანტი რჩება, თუკი მოლაპარაკებები არ იქნება დამაკმაყოფილებელი, საპასუხო ზომები ძალაში შევა”. – აღნიშნა ლაიენმა.

შეგახსენებთ, 9 აპრილს, ტრამპის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე, ევროკავშირის წევრი ქვეყნები აშშ-სთვის საპასუხო 25%-იანი ტარიფების დაწესებაზე შეთანხმდნენ. ტარიფების ძალაში შესვლის პროცესი 15 აპრილიდან უნდა დაწყებულიყო და 1 დეკემბრამდე გაგრძელებულიყო

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay