კვირა, აპრილი 26, 2026
Home მსოფლიო ირანის უზენაესმა ლიდერმა ქვეყნის შეიარაღებული ძალები გაძლიერებულ საომარ მზადყოფნაში მოიყვანა

ირანის უზენაესმა ლიდერმა ქვეყნის შეიარაღებული ძალები გაძლიერებულ საომარ მზადყოფნაში მოიყვანა

by admin

ირანის უზენაესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ ქვეყნის შეიარაღებული ძალები გაძლიერებულ საომარ მზადყოფნაში მას შემდეგ მოიყვანა, რაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს დაბომბვით დაემუქრა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ირანის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

მარტის ბოლოს ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ვაშინგტონი და თეირანი ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, შეერთებული შტატები ირანს დაარტყამს. წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ ამ ფონზე ირანმა უარყო ტრამპის მოთხოვნა პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ, მაგრამ სურს გააგრძელოს ომანის შუამავლობით არაპირდაპირი მოლაპარაკებები.

წყაროს თანახმად, ირანმა გაგზავნა შეტყობინებები ერაყში, ქუვეითში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, კატარში,
თურქეთსა და ბაჰრეინში, რომელშიც ნათქვამია, რომ ირანზე აშშ-ის თავდასხმის ნებისმიერი მხარდაჭერა, მათ შორის ვაშინგტონისთვის საჰაერო სივრცის ან ტერიტორიის დათმობა, ჩაითვლება “მტრულ აქტად.” ირანის გზავნილში ასევე ნათქვამია, რომ ასეთ ქმედებას “სერიოზული შედეგები მოჰყვება.”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay