86
პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის ჩემპიონია! ეს ხვიჩა კვარაცხელიას პირველი ტიტულია ფრანგულ კარიერაში.
24 წლის ქართველი შემტევი უკვე ორი დიდი საფეხბურთო ქვეყნის ჩემპიონატის გამარჯვებულია – იტალიის სერია A-ს მოგების შემდეგ, მან წარმატებას საფრანგეთის ლიგა 1-შიც მიაღწია. ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონის ტიტული ევროპის TOP5 ლიგიდან ორში მოიგო.