შაბათი, აპრილი 25, 2026
Home საზოგადოება სამწუხარო და დასანანია, რომ ცალკეული საელჩოების და ორგანიზაციების მოქმედებები ღირებულებებს არ ეფუძნება – კობახიძე

სამწუხარო და დასანანია, რომ ცალკეული საელჩოების და ორგანიზაციების მოქმედებები ღირებულებებს არ ეფუძნება – კობახიძე

by admin

ძალიან სამწუხარო და დასანანია, რომ ცალკეული საელჩოების და ორგანიზაციების მოქმედებები ღირებულებებს არ ეფუძნება, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა:

“არის სხვადასხვა ტიპის ექსტრემისტული რადიკალური აქტივობები, ჩვენ პირველად არ ვართ ამის მომსწრე და ამას დუმილით და ზოგჯერ კონკრეტული განცხადებებითაც ახალისებენ ჩვენი უცხოელი კოლეგები, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა. სამწუხაროდ, ღირებულებებს არ ეფუძნება ცალკეული საელჩოების და ორგანიზაციების მოქმედებები. ეს ძალიან სამწუხარო და დასანანია, მით უმეტეს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ ქვეყნებზე, რომლებსაც აქვთ ხანგრძლივი დემოკრატიული ტრადიციები, მაგრამ დღეს ისინი ამ ტრადიციებს არად დაგიდევენ”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay