შაბათი, აპრილი 25, 2026
Home საზოგადოება “ძლიერმა საქართველომ” ცესკოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

“ძლიერმა საქართველომ” ცესკოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

by admin

“ორი დღის წინ, ცესკომ კანონსაწინააღმდეგო დადგენილება მიიღო, რითაც დამკვირვებლებს უკრძალავენ, რომ ვერიფიკაციის აპარატებს დააკვირდნენ და გადაუღონ ფოტო-ვიდეო, ასევე მათ აღარ ექნებათ შესაძლებლობა, რომ არჩევნებზე მისულ პირებს პირადობის მოწმობები შეუმოწმონ. ეს არის დასტური იმისა, თუ რასაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით სიმართლეა – როგორ გაყალბდა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები. „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების პირადი ნომრები. ცესკოს ეს დადგენილება სრულად უკანონოა და ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსს, რის გამოც, დღეს, ჩვენ სასამართლოს მივმართეთ”, – განაცხადა იურისტმა თორნიკე ართქმელაძემ..

შეგახსენებთ, ცესკოს დადგენილებით, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის რიგი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის, სიახლეა ის, რომ დამკვირვებლები კენჭისყრის შენობაში ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამორთმევას ვერ შეძლებენ.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay