მე მგონია, რომ ვანო მერაბიშვილის სული ჩაუსახლდა ირაკლი კობახიძეს, ან კონსულტანტად ჰყავს აყვანილი, ან ძალიან უნდა აიყვანოს და ვერ აჰყავს იმიტომ, რომ მართლა სასაცილოა, საერთოდ ნაცებზე ესენი კიდევ რამეს თუ იტყვიან – ვანოს პოლიციელებით გაავსეს ხელისუფლება.
ნაციონალების დროს ვიღაცებს ჰქონდათ ტექნიკური აღმასრულებელი ფუნქცია და ვიღაცებს ჰქონდათ პოლიტიკურ-იდეოლოგიური ფუნქცია – ეს სხვადასხვაა და ქართულმა ოცნებამ იმდენად უუნარო, უშინაარსო ხელისუფლებაა, რომ ტექნიკური ფუნქციის ხალხი აიყვანა პოლიტიკურ თანამდებობებზე.
ანუ, იმ თანამდებობაზე, სადაც ამ გამოძიების და უნარების გარდა, ბევრად სხვა უნარები, განათლება მოეთხოვებათ, რაც მათ არ აქვთ და ეს ამ ხელისუფლების მახასიათებელია.
ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ შეცდომებს დაუშვებს – აქედან მომდინარეობს, ეს გამალებული ხალხის გამოცვლა და ძალოვნებისთვის გადაცემა – ანა დოლიძე