74
თბილისის პოლიციის უფროსად ლაშა გოგინაშვილი დაინიშნა – აღნიშნული ფაქტი ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ცნობისთვის, აქამდე თბილისის პოლიციის უფროსის პოზიციას სანქცირებული სულხან თამაზაშვილი იკავებდა, თუმცა გუშინ, 4 აპრილს ივანიშვილის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თამაზაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარედ წარადგინა.
თამაზაშვილი თორნიკე რიჟვაძეს ჩაანაცვლებს, რომელიც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის პოზიციიდან 7 წლის შემდეგ, 2025 წლის 4 აპრილს გადადგა