აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტარიფების ფონზე, ბრიტანული ავტომწარმოებელი Jaguar Land Rover აშშ-ში გაერთიანებულ სამეფოში დამზადებული ავტომობილების ექსპორტს ერთი თვით აჩერებს.
ამის შესახებ განცხადება ავტომწარმოებელმა მედიებს გაუგზავნა.
“ჩვენს ბიზნეს პარტნიორებთან ახალი სავაჭრო პირობებზე პასუხზე მუშაობის პარალელურად გარკვეულ მოკლევადიან ნაბიჯებს ვდგამთ, მათ შორის, აპრილში საქონლის გზავნილებს ვაჩერებთ, სანამ ჩვენს საშუალოვადიან და გრძელვადიან გეგმებზე ვმუშაობთ”. – წერია Jaguar Land Rover-ის განცხადებაში, რომელიც კომპანიამ მედიებს გაუგზავნა.
გადაწყვეტილების შესახებ ცნობა პირველად The Times-მა გაავრცელა.
მანამდე, ტრამპმა აშშ-ში ავტომობილებისა და მისი ნაწილების იმპორტზე 25%-იანი ტარიფები გამოაცხადა, რომლებიც ძალაში 3 აპრილს შევიდა.