ამ ორი დღის დისკუსიებიდან მიღებული კონსენსუსი არის ის, რომ მაშინ, როცა მსოფლიო უფრო და უფრო სახიფათო ხდება, ისე გვჭირდება ნატო, როგორც არასდროს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ყველაზე პირდაპირი რუსეთისგან, მაგრამ სხვებისგანაც, სახელმწიფოსგან თუ არასახელმწიფოსგან ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთის ფლანგსა და კიბერსივრცეში – როგორი გამოწვევების წინაშეც არ უნდა ვიდგეთ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს ძალები და შესაძლებლობები, რათა შევაკავოთ აგრესია და დავიცვათ თავი, თუ ვინმე თავდასხმის განხორციელების შეცდომას დაუშვებს. რუსეთთან დაკავშირებით გულუბრყვილო არავინაა, მაგრამ ომის დასრულების შესახებ მოსკოვთან მოლაპარაკებები აუცილებელია”