პარასკევი, აპრილი 17, 2026
Home ეკონომიკა უკვე არსებული სანქციების გამო საბაჟო ტარიფები არ დაუწესდათ რუსეთს, ბელარუსს, კუბას და ჩრდილოეთ კორეას

უკვე არსებული სანქციების გამო საბაჟო ტარიფები არ დაუწესდათ რუსეთს, ბელარუსს, კუბას და ჩრდილოეთ კორეას

by admin

მსოფლიოს იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სულ მცირე 10%-იანი საბაჟო გადასახადი დაუწესა, რუსეთი არ არის.

თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა გამოცემა Axios-ს განუცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები ბარიერია რუსეთთან ყოველგვარი მნიშვნელოვანი ვაჭრობისთვის.

შეერთებულ შტატებს რუსეთისთვის სანქციები აქვს დაწესებული უკრაინის ტერიტორიების ანექსიისა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყების გამო.

ამასთან, როგორც გამოცემა Axios-ი წერს, აშშ გაცილებით მეტს ვაჭრობს რუსეთთან, ვიდრე, მაგალითად, მავრიკიასა და ბრუნეისთან, რომლებსაც პრეზიდენტმა ტრამპმა საბაჟო ტარიფები დაუწესა.

აშშ-ის ოფიციალური სტატისტიკით, 2024 წელს რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 3,5 მილიარდი დოლარი იყო. რუსეთიდან იმპორტმა 3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 34,2%-ით ნაკლებია.

თეთრი სახლის პრესმდივანმა გამოცემა Axios-ს უთხრა, რომ უკვე არსებული სანქციებია იმის მიზეზიც, რომ საბაჟო ტარიფები არ დაუწესდათ ბელარუსს, კუბას და ჩრდილოეთ კორეას.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay