ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
Home ეკონომიკა 157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები, გაგრძელდება 1560 მეგავატი პროექტების განხორციელება, ეს გადაწყვეტილება ახალ იმპულსს მისცემს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას – ირაკლი კობახიძე

157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები, გაგრძელდება 1560 მეგავატი პროექტების განხორციელება, ეს გადაწყვეტილება ახალ იმპულსს მისცემს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას – ირაკლი კობახიძე

by admin

157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები. კომპანიების ნაწილმა უარი თქვა შეთავაზებით სარგებლობაზე, შედეგად შეწყდება 535 მეგავატის პროექტები, თუმცა გაგრძელდება 1560 მეგავატი პროექტების განხორციელება, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.:

“როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მივიღეთ ორიოდე თვის წინ გადაწყვეტილება, ენერგეტიკული კომპანიებისთვის ჯარიმებისა და საურავების პირობით დათქმით პატიების შესახებ და ეს პროცეს უკვე დასრულდა. მთლიანობაში 157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები. კომპანიების ნაწილმა უარი თქვა შეთავაზებით სარგებლობაზე, შედეგად შეწყდება 535 მეგავატის პროექტები, თუმცა გაგრძელდება 1560 მეგავატი პროექტების განხორციელება. ბუნებრივია, საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება ახალ იმპულსს მისცემს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay