აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სულ მცირე, 10%-იანი საბაზისო ტარიფი ყველა ქვეყანას დაუწესა.
ტრამპმა წარადგინა დიაგრამა, სახელწოდებით, ორმხრივი ტარიფები, რომელშიც სხვა ქვეყნების მიერ აშშ-ს მიმართ დაწესებული ტარიფები შედარებულია აშშ-ს ტარიფებთან.
ამასთან, დიაგრამაზე ჩანს, რომ აშშ დიდ ბრიტანეთს 10%-იან, ევროკავშირს კი 20%-იან ტარიფს დაუწესებს.
“ისინი გვახდევინებენ, ჩვენც ვახდევინებთ. როგორ შეიძლება, ვინმე ამაზე გაბრაზდეს”. – თქვა ტრამპმა.
აშშ-ს პრეზიდენტმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ჩინეთისა და ევროკავშირის მხრიდან დაწესებულ ტარიფებს – “ისინი გვატყუებენ, ეს ძალიან სევდიანი სანახაობაა”.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ უცხოეთში წარმოებულ ყველა ავტომობილზე 25%-იანი ტარიფი დღეიდან ამოქმედდება.
ამასთან, დონალდ ტრამპის თქმით, იმ კომპანიებისთვის, რომლებიც თავიანთ პროდუქტს აშშ-ში აწარმოებენ, ტარიფები არ დაწესდება.
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ეს დღე აშშ-ს ისტორიაში შევა, როგორც ინდუსტრიის გათავისუფლების დღე. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით აშშ-სთვის “ოქროს ხანა” დაიწყება.