ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
Home საზოგადოება თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს

by admin

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილს გამოკითხვა მიმდინარეობს. მას გამოკითხვის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი აცხადებს, ოქრუაშვილი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე დაიბარეს, სადაც მან მისვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც, უკვე პროკურატურას მისი არ მისვლის შესახებ გადასცეს ინფორმაცია და გამოძიება დაიწყო.

ადვოკატის თქმით, ოქრუაშვილი საგამოძიებო უწყების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხებს.

ცნობისთვის, აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay