ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
Home მსოფლიო მოლდოვაში დემოკრატიის დესტაბილიზაციის მცდელობების გამო დიდმა ბრიტანეთმა რუსულ არასამთავრობო ორგანიზაციას სანქციები დაუწესა

მოლდოვაში დემოკრატიის დესტაბილიზაციის მცდელობების გამო დიდმა ბრიტანეთმა რუსულ არასამთავრობო ორგანიზაციას სანქციები დაუწესა

by admin

მოლდოვაში დემოკრატიის დესტაბილიზაციის მცდელობების გამო დიდმა ბრიტანეთმა რუსულ არასამთავრობო ორგანიზაციას სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე, დევიდ ლემიზე დაყრდნობით ავრცელებს.

დიდმა ბრიტანეთმა მოლდოვაში გასულ წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმში ჩარევის გამო რუსეთში რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიას“, მის დამფუძნებელ ნელი პარუტენკოსა და მმართველი საბჭოს წევრს, ნატალია პარასკას სანქციები დაუწესა, რაც მათთვის აქტივების გაყინვასა და მოგზაურობის აკრძალვას ითვალისწინებს.

“როდესაც ბინძური ფული თავისუფლად ტრიალებს, ის ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას, ეკონომიკის დესტაბილიზაციას ახდენს და მავნე აქტორებს უფლებას აძლევს, რომ კანონის უზენაესობა შეარყიონ”, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay