ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
Home პოლიტიკა თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე ბრალდებული ალეკო ელისაშვილის საქმეზე პირველი არსებითი სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე ბრალდებული ალეკო ელისაშვილის საქმეზე პირველი არსებითი სხდომა მიმდინარეობს

by admin

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე ბრალდებული, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილი საქმეზე პირველი არსებითი სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ. პროცესს ესწრება ალეკო ელისაშვილი.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ელისაშვილი 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. შემთხვევა 2 დეკემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

პოლიტიკურ დევნას მედავებიან კაცის, რომელიც რანაირი პოლიტიკოსია თვითონაც რომ არ იცის – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა კლინიკა „ვივამედი“ და ნადირაძე დამნაშავედ ცნეს და თავისი სოციალური ქსელიდან ჩემი რენტგენის ფოტოს აღება დაავალეს, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay