რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული. რთულად წარმომიდგენია ეს ყველაფერი,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას გამოეხმაურა:
“ყოველ ჯერზე ასე ხდება, არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ოპოზიცია ყველა განშტოებით ყველაზე საზიზღარ ადამიანად აცხადებს და შემდეგ, როდესაც უპირისპირდება ეს ადამიანი საკუთარ გუნდს, ამის შემდეგ აცხადებენ გმირად, პოლიტპატიმრად და ასე შემდეგ. მარტივი სქემაა და ეს სქემა ჩვენთვის საინტერესო არ არის.
ადამიანები გამოცხადებული გყავდათ ყველაზე საზიზღარ პოლიტიკოსად და შემდეგ, თქვენს ეთერებში დადიან და გმირებად გამოაცხადეთ, პოლიტპატიმრებად და ყველაზე საყვარელ პოლიტიკოსებად.
როდესაც ოპოზიცია კონკრეტულ ადამიანს პოლიტპატიმრად აცხადებს, ესეც იძლევა კონკრეტული დასკვნების გამოტანის საშუალებას. რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული. რთულად წარმომიდგენია ეს ყველაფერი”