კვირა, აპრილი 19, 2026
Home პოლიტიკა მარკო რუბიო დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება

მარკო რუბიო დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება

by admin

მარკო რუბიო დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ გრენლანდიაზე „კონტროლის მოპოვების“ შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, ეს აშშ-სა და დანიას შორის გამართული პირველი მაღალი დონის შეხვედრა იქნება.

Financial Times-ის ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლარს ლოკე რასმუსენს შორის შეხვედრა ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის ფარგლებში იგეგმება, თუმცა გამოცემას წყაროებმა განუცხადეს, რომ აშშ-სა და დანიას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების ფონზე შეხვედრა შესაძლოა გაუქმდეს.

ცნობისთვის, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში 3-4 აპრილს გაიმართება

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay