შაბათი, აპრილი 18, 2026
Home პოლიტიკა შეიქმნას პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა – ის ღიაა ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის – ზურაბიშვილი

შეიქმნას პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა – ის ღიაა ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის – ზურაბიშვილი

by admin

“მიზნის მისაღწევად საჭიროა ქუჩის პროტესტთან ერთად ბრძოლას, მასთან შეჯერებით მიეცეს პოლიტიკური ფორმატი, ამიტომ შევთავაზე და დღეს, საჯაროდ ვაცხადებ, რომ შეიქმნას პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა. ამ პლატფორმის მთავარი პრინციპი ის არის, რომ იგი ღიაა ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, რომლებიც მზად არიან გვერდზე გადადონ პოლიტიკური შეუთავსებლობები და გაიზიარონ პროტესტის ორივე მიზანი – დაინიშნოს ახალი, სამართლიანი არჩევები და გათავისუფლებდნენ სინდისის პატიმრები. ამ მიზნების მისაღწევად, წინააღმდეგობის პლატფორმა თანხმდება, რომ შეაჯეროს პოლიტიკური პოზიციები, რათა კოორდინირებულად ამხილოს და დაუპირისპირდეს რეჟიმს და მის ქმედებებს, წინააღმდეგობა გაუწიოს რეჟიმის მცდელობას გაანადგუროს საქართველოს განვითარების ყველა პერსპექტივა და მისი ევროპული მომავალ. პლატფორმა მოამზადებს შეთანხმებულ პოლიტიკურ პოზიციებს, პრეზიდენტის ეგიდით შეიკრიბებიან პლატფორმის მონაწილე სუბიექტები, შეაფასებენ პოლიტიკურ გამოწვევებს, შეაჯერებენ პოზიციებს და შესაძლო ქმედებებს, ამის შესახებ საზოგადოება იქნება სრულად ინფორმირებული” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გაოსვლისას

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay