სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
Home მსოფლიო უკრაინა ენერგეტიკულ ზავს მხარს უჭერს და აშშ-ისგან დეტალებს ელოდება – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინა ენერგეტიკულ ზავს მხარს უჭერს და აშშ-ისგან დეტალებს ელოდება – ვოლოდიმირ ზელენსკი

by admin

უკრაინა მხარს უჭერს ენერგეტიკულ ზავს, რომლის შესახებაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, და ამერიკული მხარისგან დამატებით დეტალებს ელოდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

ზელენსკის განცხადებით, მან ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბთან, კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან და ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ისაუბრა. მხარეებმა ტრამპის მიერ გამოცხადებული ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის საკითხი განიხილეს.

„უკრაინა ცეცხლის შეწყვეტას მხარს უჭერს და მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმაც დაუჭიროს მხარი. ამერიკული მხარისგან დეტალებს ველოდებით.

უკრაინის მხრიდან ყოველთვის გვაქვს სრული მხარდაჭერა დეესკალაციისკენ მიმართული ზომების, სიცოცხლის დაცვისა და იმ აუცილებელი გადაწყვეტილებების მიმართ, რომლებიც ომის დასრულებასა და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფას ემსახურება“,- წერს ზელენსკი.

11 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი ენერგეტიკულ ზავზე შეთანხმდნენ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay