პარასკევი, აპრილი 24, 2026
Home კულტურა სირიის პრეზიდენტმა გარდამავალი მთავრობა ჩამოაყალიბა

სირიის პრეზიდენტმა გარდამავალი მთავრობა ჩამოაყალიბა

by admin

სირიის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარამ ახალი გარდამავალი მთავრობა დანიშნა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მინისტრთა ახალი კაბინეტი მოიცავს 23 მინისტრს, მათ შორის ქრისტიან ქალს, ჰინდი კაბავატს, რომელიც ყოფილი ლიდერის, ბაშარ ალ-ასადის ოპოზიციის წარმომადგენელი იყო და რელიგიათაშორისი შემწყნარებლობისა და ქალთა გაძლიერებისთვის მუშაობდა. ჰინდი კაბავატი სირიის სოციალურ საკითხთა და შრომის მინისტრად დაინიშნა. მთავრობას პრემიერ-მინისტრი არ ეყოლება. აღმასრულებელ ხელისუფლებას აჰმედ ალ-შარა უხელმძღვანელებს.

მედიის ინფორმაციით, სირიის ახალ ხელისუფლებას დასავლეთი და არაბული ქვეყნები მოუწოდებდნენ, ჩამოეყალიბებინა მთავრობა, რომელიც ქვეყნის მრავალფეროვანი ეთნიკური და რელიგიური თემებისგან იქნებოდა დაკომპლექტებული

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay