პარასკევი, აპრილი 24, 2026
Home პოლიტიკა სტამბოლში მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა

სტამბოლში მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა

by admin

სტამბოლში ასიათასობით ადამიანი მონაწილეობდა დემონსტრაციაში ქალაქის მერის, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოანის მთავარი პოლიტიკური ოპონენტის, ექრემ იმამოღლუს დაკავების გასაპროტესტებლად.

იმამოღლუს გათავისუფლების მოთხოვნით აქცია ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის ორგანიზებით გაიმართა. აქციაზე წაიკითხეს იმამოღლუს წერილი: “მე არ მაქვს შიში, თქვენ ჩემ უკან და ჩემ გვერდით ხართ. მე არ მეშინია, რადგან ერი ერთიანია მჩაგვრელის წინააღმდეგ”.

ოპოზიციური “სახალხო რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა, ოზგურ ოზელმა დემონსტრანტებს განუცხადა, რომ საპროტესტო აქციაზე 2,2 მილიონი ადამიანი იყო, თუმცა სააგენტო ამ ციფრებს დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay