კვირა, აპრილი 26, 2026
Home საზოგადოება ზელენსკი: წიაღისეულის შეთანხმებას ხელს არ მოვაწერთ, თუ ის ევროკავშირში გაწევრიანებას შეგვიზღუდავს

ზელენსკი: წიაღისეულის შეთანხმებას ხელს არ მოვაწერთ, თუ ის ევროკავშირში გაწევრიანებას შეგვიზღუდავს

by admin

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა აშშ-სთან წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, თუ ის საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.

უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეთანხმების ახალი ვერსია შესაძლოა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ეწინააღმდეგებოდეს, რადგან მასში გათვალისწინებულ მკაცრ შეზღუდვებს უკრაინის ეკონომიკურ სუვერენიტეტზე გავლენა ექნებათ.

“ახალ ვერსიაში ბევრი რამაა, რაც ადრე არ განხილულა. ასევე, არის საკითხები, რომლებიც ადრე მხარეებმა უარყვეს. უკრაინის კონსტიტუცია ნათლად განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ კურსს. არაფერს, რაც საფრთხეს შეუქმნის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, არ მივიღებთ” –  აღნიშნა ზელენსკიმ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay