“ჩვენი ერთობლივი ამოცანაა, უფრო ეფექტური გავხადოთ და დავაახლოოთ ორი ქვეყნის საბანკო სექტორი. ვგეგმავთ, რომ უფრო მიმზიდველი გავხადოთ საქართველოს ფინანსური ბაზარი ჩინური ბანკებისთვის და ჩინური საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის. მისასალმებელია, რომ ჩინურმა მხარემ ჩვენთან მჭიდრო თანამშრომლობის დიდი ინტერესი და სურვილი გამოხატა.” – თქვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ. საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. შეთანხმებას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ და ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, პან გონგშენგმა მოაწერეს ხელი.
ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან მემორანდუმი ეროვნული ბანკის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. დელეგაციას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ხელმძღვანელობდა