ორშაბათი, აპრილი 27, 2026
Home პოლიტიკა მოსამართლემ დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წევრებს Signal-ზე გაგზავნილი შეტყობინებების შენარჩუნება დაავალა

მოსამართლემ დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წევრებს Signal-ზე გაგზავნილი შეტყობინებების შენარჩუნება დაავალა

by admin

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ, ჯეიმს ბოასბერგმა დაადგინა, რომ მესენჯერ Signal-ზე 11-დან 15 მარტამდე გაგზავნილი შეტყობინებები უნდა შენარჩუნდეს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

კერძოდ, მოსამართლემ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წევრებს უბრძანა, შეინარჩუნონ ნებისმიერი შეტყობინება, რომელიც გაგზავნილი ან მიღებული იყო Signal-ის აპლიკაციის საშუალებით 11-დან 15 მარტამდე.

მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება ორგანიზაცია American Oversight-ის მიერ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით მიიღო, რომელიც ამტკიცებს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც ომის გეგმებს Signal-ზე განიხილეს, ფედერალური ჩანაწერების შესახებ კანონები დაარღვიეს.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ადმინისტრაცია უკვე მუშაობს იმ პერიოდის ტექსტების დასაფიქსირებლად და შესანარჩუნებლად.

ცნობისთვის, The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა, ჯეფრი გოლდბერგმა სტატია გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად წერს იმის შესახებ, რომ 11 მარტს, აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ იემენში სარაკეტო იერიშების განხორციელებამდე ოთხი დღით ადრე, მაიკ უოლცისგან (ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი) მესენჯერ Signal-ის „ჩატში“, სახელწოდებით „Houthi PC small group“-ში მიწვევა მიიღო

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay