76
საქართველოს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მეშვიდე სხდომა მიმდინარეობს.
ამ წუთებში კომისია გენერალ მამუკა ყურაშვილს უსმენს, რომელიც კომისიის სხდომაზე სამხედრო ფორმით გამოცხადდა.
კომისია დღეს ასევე მოუსმენს კონფლიქტების რეგულირების საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრ გიორგი ხაინდრავას, 2004-2006 წლებში გიორგი ხაინდრავას მოადგილე გიორგი ვოლსკის და ირაკლი ბათიაშვილს.
რაც შეეხება განხილვის საკითხს, დღეს კომისია მხოლოდ რუსეთ-საქართველოს ომის პერიპეტიებით არ შემოიფარგლება და სხდომაზე საუბარი შეეხება იმ სამშვიდობო პროცესს, რომელიც ომამდე პერიოდში მიმდინარეობდა