“ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში დაიბარეს. ხაზარაძის განცხადებით, მზადაა მაგისტრ მოსამართლესთან ნებისმიერ დროს მივიდეს.
“პროკურატურიდან დამიკავშირდნენ, მოწმის სტატუსით მობრძანდიო.
ძალიან საინტერესოა, რისი მოწმე ვარ?! საცირკო წარმოდგენაში, რომ არ მივიღე მონაწილეობა?
რა თქმა უნდა, დაკავება უნდათ.
მზად ვარ მაგისტრ მოსამართლესთან ნებისმიერ დროს მოვიდე.
კიდევ ერთხელ ვამბობ – გამიზნულად და სრული გააზრებით არ მივედი არაღიარებულ პარლამენტში, გაურკვეველ კომისიაზე, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ბიძინას მურუსიძე მართავს, მზად ვარ ამ სასამართლოშიც კი გავარჩიოთ ნებისმიერი ამბავი, რომელიც გაინტერესებთ”. – წერს მამუკა ხაზარაძე.
შეგახსენებთ, 25 მარტს ჩატარებულ, წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე დაბარებულები იყვნენ კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე – მათ კომისიაზე მისვლაზე უარი განაცხადეს