69
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, სატელეფონო საუბრისას განიხილეს საერთო ინტერესები, როგორც სტრატეგიულმა პარტნიორებმა – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
“სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განიხილეს საერთო ინტერესები, როგორც სტრატეგიული პარტნიორებმა. მდივანი და პრემიერმინისტრი შეთანხმდნენ, რომ სამხრეთ კავკასიაში ნებისმიერი ფორმის ესკალაცია მიუღებელია”, – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა.
შეგახსენებთ, 2025 წლის 14 იანვარს აშშ-მა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი გააფორმეს და სტრატეგიული პარტნიორობის კომისია შექმნეს