ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
Home საზოგადოება ნაცმოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის მოსმენა იგეგმება

ნაცმოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის მოსმენა იგეგმება

by admin

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსმენაც იგეგმება. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

“იმაზე ნუ დაიფიცებთ, რომ სააკაშვილს ეს თავში არ მოსვლია. მას რომ მოვიწვევთ, თუ მოვიწვევთ და იმედია მოვიწვევთ, მობრძანდება, მას ვკითხავთ, რა თქმა უნდა”, – აღნიშნა წულუკიანმა, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით საპასუხოდ, სადაც ის ამბობს, რომ “არასდროს არავის პრეზიდენტიდან დაწყებული ატაშემდე დამთავრებული, თავში არ მოსვლია იდიოტური აზრი – ქვეყნის სუვერენიტეტის ნაწილი ვინმესთვის დაეთმო”.

ცნობისთვის, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მეხუთე სხდომაზე 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი იხილება

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay