ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
Home პოლიტიკა მარკო რუბიო შეხვდა ჰაკან ფიდანს, სადაც განიხილეს თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და ვაჭრობის ძირითად საკითხებზე

მარკო რუბიო შეხვდა ჰაკან ფიდანს, სადაც განიხილეს თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და ვაჭრობის ძირითად საკითხებზე

by admin
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, ტამი ბრუსმა განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანს შორის გამართული შეხვედრის შესახებ:

“სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შეხვდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანს, სადაც განიხილეს თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და ვაჭრობის ძირითად საკითხებზე. მდივანმა თურქეთს სთხოვა მხარდაჭერა უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარებისთვის. მან დააფასა თურქეთის ლიდერობა ISIS-ის წინააღმდეგ მებრძოლი გლობალური კოალიციის ფარგლებში და ხაზი გაუსვა მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას სტაბილური, ერთიანი და მშვიდობიანი სირიის მხარდასაჭერად, რომელიც არც საერთაშორისო ტერორიზმის ბაზა იქნება და არც ირანის დესტაბილიზაციის გამტარი.
მდივანმა ასევე აღნიშნა ორმხრივ ვაჭრობაში ბოლოდროინდელი წინსვლა და წაახალისა კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური პარტნიორობა მომავალში.”
ყველა რეაქცია:

25

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay