ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
Home მსოფლიო რობერტ ფიცო ვოლოდიმირ ზელენსკის სლოვაკეთის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს

რობერტ ფიცო ვოლოდიმირ ზელენსკის სლოვაკეთის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს

by admin

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო ქვეყანაში ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კომენტარს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს განცხადებები სლოვაკეთის შიდა საქმეებში არაადეკვატური ჩარევაა, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ფიცომ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა სლოვაკეთში გამართული ანტისამთავრობო აქციების – „სლოვაკეთი ევროპაა“ – მონაწილეების ფოტო, რომლის ქვეშ ეწერა: “ბრატისლავა არ არის მოსკოვი. სლოვაკეთი ევროპაა”.

საპროტესტო გამოსვლების კომენტირებისას ფიცომ განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს და რომ ხელისუფლების შეცვლა მის ქვეყანას მხოლოდ მომავალი არჩევნების შემდეგაა შესაძლებელი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay