პარასკევი, აპრილი 24, 2026
Home პოლიტიკა მარკო რუბიო აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გახდა

მარკო რუბიო აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გახდა

by admin

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილი მარკო რუბიოს კანდიდატურას. 2011 წლიდან რუბიო ფლორიდის შტატის სენატორი იყო.

სენატში კენჭისყრა ჩატარდა 20 იანვარს, ტრამპის ინაუგურაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ.

100-წევრიან სენატში, რომლის უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან, რუბიოს კანდიდატურა 99 ხმით დაამტკიცეს. მარკო რუბიოს მხარდაჭერა გამოუცხადეს დემოკრატებმაც.

53 წლის მარკო რუბიო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის თანამდებობაზე ოფიციალურად დამტკიცებული პირველი მაღალჩინოსანია.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay