81
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა შეიწყალა კონგრესზე 2021 წლის 6 იანვარს მომხდარი თავდასხმის გამო ბრალდებულები.
შეწყალების აქტი ერთ-ერთი პირველი დოკუმენტია, რომელსაც ტრამპმა ხელი 20 იანვარს, ინაუგურაციის შემდეგ, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მოაწერა. როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, 1500-მდე ადამიანი შეიწყალა.
კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ბრალდებულთა შეწყალების განზრახვა დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ ინაუგურაციამდე, 2024 წლის დეკემბერში დაადასტურა. შეწყალებასთან ერთად, ტრამპმა ასევე იუსტიციის დეპარტამენტს მოუწოდა, შეწყვიტოს “ყველა განსახილველი საბრალდებო აქტი”, რომელიც კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ბრალდებული პირების წინააღმდეგ იყო დარჩენილი