113
გპირდებით, ყველას სახლში დავაბრუნებთ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, განაცხადა, რომელიც მიესალმა სამი მძევლის – რომის, ემილის და დორონის გათავისუფლებას “ჰამასის” ტყვეობიდან.
“ეს მომენტი მიღწეული იქნა ჩვენი გმირი მებრძოლების – ისრაელის გმირების თავგანწირვისა და ბრძოლის წყალობით”, – წერს ნეთანიაჰუ X-ზე.
შეგახსენებთ, 19 იანვარს ძალაში შევიდა ისრაელსა და “ჰამასს” შორის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ, რომლის ფარგლებშიც პირველი სამი მძევალი გათავისუფლდა