შაბათი, აპრილი 18, 2026
Home კულტურა პსჟ პრეზიდენტი – ხვიჩა ფანტასტიკური ტალანტია და ჩვენთან ერთად ყველაზე მაღალ მიზნებს მიაღწევს

პსჟ პრეზიდენტი – ხვიჩა ფანტასტიკური ტალანტია და ჩვენთან ერთად ყველაზე მაღალ მიზნებს მიაღწევს

by admin
ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიდან” პსჟ-ში გადასვლის შემდეგ კომენტარი პარიზული კლუბის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ გააკეთა:
“მოხარული ვართ “პარი სენ ჟერმენის” ოჯახში ხვიჩა კვარაცხელიას მივესალმოთ. ხვიჩა მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი საინტერესო ფეხბურთელი და ფანტასტიკური ტალანტია, რომელიც მამაცი ხასიათისაა და გუნდისთვის იბრძვის. მას ძალიან უნდოდა ჩვენი დიდი კლუბის წევრი გამხდარიყო. ვიცი, ჩვენთან ერთად ყველაზე მაღალ მიზნებს მიაღწევს. გვიხარია, რომ შემადგენლობა გავაძლიერეთ და “პარი სენ ჟერმენის” ვარსკვლავურ გუნდად ჩამოყალიბებას ვაგრძელებთ”.

 

ცნობისთვის, ნასერ ალ-ხელაიფი კვარაცხელიას ტრანსფერის ინიციატორი იყო და პირადად აწარმოებდა მოლაპარაკებას “ნაპოლის” მფლობელ აურელიო დე ლაურენტისთან

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay