პარასკევი, აპრილი 17, 2026
Home პოლიტიკა ნებისმიერი დაყოვნება ზიანს აყენებს შერატონის რეპუტაციას – ნათია მეზვრიშვილი

ნებისმიერი დაყოვნება ზიანს აყენებს შერატონის რეპუტაციას – ნათია მეზვრიშვილი

by admin
გახარიაზე თავდასხმაზე გამოძიების უმოქმედობა არ ათავისუფლებს შერატონს  მოქმედების ვალდებულებისგან. თავდასხმის დროს შემთხვევის ადგილი იყო ასეთი (გელა მთივლიშვილის ფოტო მარცხნივ) და მალევე გახდა ასეთი (ჩემს მიერ რამდენიმე საათის შემდეგ გადაღებული ფოტო მარჯვნივ). ვუშვებ, რომ შერატონის პერსონალმა არ იცოდა, რომ შემთხვევის ადგილის განადგურება არ შეიძლებოდა. მაგრამ ვერ და არ ვუშვებ, რომ შერატონის ადმინისტრაციამ არ იცის მის ხელთ არსებული სრული ჩანაწერის გადმოცემის და გამოქვეყნების მნიშვნელობა, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა შემთხვევის ადგილი გაწმენდილია, კამერების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი მათი დაცვის უფროსი პოლიციამ პრაქტიკულად გაიტაცა (გასაგებია რისთვის) და „ოცნების“ პროპაგანდის მანქანა ამოქოქილია.

კამერების ჩანაწერი ამ დრომდე არ გადმოგვცემია. ნებისმიერი დაყოვნება არამხოლოდ აძლიერებს პროკურატურასთან, შსს-სთან და სუს-თან შერატონის თანამშრომლობის ეჭვებს და საფრთხეს უქმნის ჩანაწერის მთლიანობას, არამედ ზიანდ აყენებს შერატონის რეპუტაციას. დიდი იმედი მაქვს, რომ კლიენტის უსაფრთხოება თუ არა, საკუთარი რეპუტაცია მაინც გაღელვებთ – წერს “გახარია-საქართველოსთვის” ლიდერი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay