ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
Home საზოგადოება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მზექალა შანიძეს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მზექალა შანიძეს დაბადების დღეს ულოცავს

by admin

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ენათმეცნიერ მზექალა შანიძეს დაბადების დღეს ულოცავს.

“თსუ-ის პროფესორს, მეცნიერებათა აკადემიისა და გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უხუცეს თანამშრომელს, არაერთი ეროვნული და საერთაშორისო ჯილდოს მფლობელს, ქალბატონ მზექალა შანიძეს გულითადად ვულოცავთ დაბადების დღეს.

ის არის თაობების აღმზრდელი, აღიარებული ლინგვისტი, სემიტოლოგი, ძველი ქართული ენის უბადლო მცოდნე, დავით აღმაშენებლის მემატიანის მიერ შედგენილი ისტორიის პირველი გამომცემელი და მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი ქართველოლოგიური კვლევების განვითარებაში. დიდია მისი დამსახურება საქართველოს საპატრიარქოს მიერ ძველ ქართულ ენაზე მომზადებული წმინდა წერილის (ბიბლიის) ტექსტის დადგენა-რედაქტირებაშიც. ღმერთმა დალოცოს ქალბატონი მზექალა და მისი ოჯახი”. – ილია II-ს მილოცვას საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

მზექალა შანიძეს 16 იანვარს 99 წელი შეუსრულდა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay