დონალდ ტრამპმა მელ გიბსონი, სილვესტერ სტალონე და ჯონ ვოიტი “ჰოლივუდის ელჩებად” დანიშნა – ამის შესახებ აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ TruthSocial-ში დაწერა.
“ჩემთვის პატივია წარმოგიდგინოთ ჯონ ვოიტი, მელ გიბსონი და სილვესტერ სტალონე, რომლებიც მშვენიერი, მაგრამ პრობლემური ჰოლივუდის სპეციალური ელჩები იქნებიან. ისინი გახდებიან ჩემი სპეციალური დესპანები ჰოლივუდში, რომელმაც ბოლო 4 წელში უცხო ქვეყნებთან დაკარგა ბიზნესის დიდი ნაწილი, მათი მიზანია გახადონ ჰოლივუდი უფრო დიდი, ძლიერი, უკეთესი, ვიდრე ის ოდესმე ყოფილა. ეს სამი უნიჭიერესი ადამიანი იქნება ჩემი თვალები და ყურები, მათ შეთავაზებებს აღვასრულებ. ჰოლივუდისთვის, ისევე, როგორ მთლიანად აშშ-სთვის, ოქროს ხანა დგება”.
უცხო ქვეყნებთან ბიზნესის დაკარგვაში ტრამპმა დიდი ალბათობით იგულისხმა ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში, ჰოლივუდის კინოსტუდიები საგადასახადო შეღავათების გამო ფილმებს ხშირად სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე იღებენ.
შეგახსენებთ, გიბსონი, ვოიტი და სტალონე დონალდ ტრამპის მხარდამჭერები არიან.
Donald J. Trump