ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
Home მსოფლიო მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება მიღწეულია – ისრაელის პრემიერის ოფისი

მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება მიღწეულია – ისრაელის პრემიერის ოფისი

by admin

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა დაადასტურა, რომ “ჰამასთან” მიღწეულია შეთანხმება ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების შესახებ, – ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტს დაავალა, დღეს შეიკრიბოს, რის შემდეგაც შეთანხმების დასამტკიცებლად მთავრობა შეიკრიბება.

“ისრაელის სახელმწიფო მოწოდებულია, მიაღწიოს ომის ყველა მიზანს, მათ შორის ჩვენი მძევლების დაბრუნებას – როგორც ცოცხლების, ასევე გარდაცვლილების”, – ნათქვამია პრემიერის ოფისის განცხადებაში.

ცნობისთვის, შეთანხმების მიღწევის შესახებ ინფორმაცია შუამავალმა ქვეყნებმა : კატარმა, შეერთებულმა შტატებმა და ეგვიპტემ ოთხშაბათს გაავრცელეს. დოკუმენტი, რომელიც ძალაში კვირას უნდა შევიდეს, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას და იქ მყოფი მძევლებისა და ისრაელის მიერ დაკავებული პალესტინელი პატიმრების ეტაპობრივ გათავისუფლებას ითვალისწინებს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay