შაბათი, აპრილი 25, 2026
Home პოლიტიკა აშშ-ის საელჩო – შეერთებული შტატები გმობს “ქართული ოცნების” მიმდინარე ძალადობას, საქართველო უკეთესს იმსახურებს

აშშ-ის საელჩო – შეერთებული შტატები გმობს “ქართული ოცნების” მიმდინარე ძალადობას, საქართველო უკეთესს იმსახურებს

by admin

შეერთებული შტატები გმობს პარტია „ქართული ოცნების” მიმდინარე ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და აქციის მონაწილეების მიმართ , – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

საელჩოს განცხადების თანახმად, „მსგავსი ქმედებები, რომელიც ჩანს, ქართველების ძირითადი თავისუფლებების გამოყენების შეზღუდვას ისახავს მიზნად, არაფერს აკეთებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად – რაც ქართველების უმრავლესობის ნებაა“.

„საქართველო უკეთესს იმსახურებს”, – წერია განცხადებში, რომელსაც საეჩლჩო „ფეისბუქზე“ ავრცელებს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay