შაბათი, აპრილი 18, 2026
Home პოლიტიკა მამუკა ხაზარაძე – ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენს ხელშია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ის რუსმა ოლიგარქმა წაგვართვას

მამუკა ხაზარაძე – ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენს ხელშია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ის რუსმა ოლიგარქმა წაგვართვას

by admin

ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენს ხელშია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ რუსმა ოლიგარქმა წაგვართვას ის, რაც გვეკუთვნის ხალხს – საქართველოს და მისი ევროპული მომავლის იდეის გამარჯვება! – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

“ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ერთი კვირით ადრე ვაშინგტონში ჩვენი ვიზიტის პირველი შეხვედრა, რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოების წარმომადგენლებთან გავმართეთ. ეს წესად მაქვს, როდესაც აქ ჩამოვდივარ, თუმცა ახლა, ამ შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, რადგან დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა ჩვენი დიასპორის აზრის მოსმენა და პოზიციების შეჯერება, რომ ერთ ხმაზე, ერთი სულისკვეთებით ვისაუბროთ ყველა ტრიბუნიდან. წინ არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გველოდება სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან სენატიდან, კონგრესიდან, სახელმწიფო დეპარტამენტიდან და სხვადასხვა ოფიციალური სტრუქტურებიდან.

ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენს ხელშია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ რუსმა ოლიგარქმა წაგვართვას ის, რაც გვეკუთვნის ხალხს – საქართველოს და მისი ევროპული მომავლის იდეის გამარჯვება!,“

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay