შაბათი, აპრილი 18, 2026
Home მსოფლიო გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი უკრაინას ეწვევა, რათა ომის შემდეგ სამშვიდობოების გაგზავნა განიხილოს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი უკრაინას ეწვევა, რათა ომის შემდეგ სამშვიდობოების გაგზავნა განიხილოს

by admin

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, მომდევნო კვირებში გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი უკრაინაში გაემგზავრება, რათა ომის დამთავრების შემდეგ უკრაინაში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების განლაგების შესაძლებლობა განიხილოს. ეს სტარმერის პირველი ვიზიტი იქნება უკრაინაში მას შემდეგ, რაც მან პრემიერის თანამდებობა დაიკავა.

აღნიშნულ გეგმებზე განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიაში, რამშტეინის ამერიკულ საჰაერო ბაზაზე ბაზაზე მოკავშირეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, როდის აპირებს სტარმერი ვიზიტს.

“ეს ინიციატივა ემანუელ მაკრონის წამოწყებულია. ბრიტანელები მას პოზიტიურად აღიქვამენ, მაგრამ დეტალურად პრემიერმინისტრს ჩვენს შეხვედრაზე დაველაპარაკები, ეს მოხდება”. – განუცხადა ზელენსკიმ რეპორტიორებს და დაამატა, რომ სტარმერი “უკრაინას ესტუმრება, იგი უკრაინაში ვიზიტს გამართავს და ჩვენ დავილაპარაკებთ”

 

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay