კვირა, აპრილი 19, 2026
Home პოლიტიკა დონალდ ტრამპი – ვლადიმერ პუტინს ჩემთან შეხვედრა სურს, ჩვენ ამ შეხვედრას ვამზადებთ

დონალდ ტრამპი – ვლადიმერ პუტინს ჩემთან შეხვედრა სურს, ჩვენ ამ შეხვედრას ვამზადებთ

by admin

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა ისევ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მასთან შეხვედრა სურს.

9 იანვარს, ფლორიდის რეზიდენციაში რესპუბლიკელ გუბერნატორებთან შეხვედრის წინ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პუტინმა სურვილი საჯაროდაც გამოთქვა და მასთან შეხვედრას ამზადებენ.

აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დრო არ დაუზუსტებია. ტრამპმა ისევ გაიმეორა, რომ ომი უნდა დაასრულონ.

რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას 20 იანვრიდან შეუდგება.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay