პარასკევი, აპრილი 24, 2026
Home მსოფლიო სომხეთმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

სომხეთმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

by admin

სომხეთის ადგილობრივი მედიის ცნობით, ხუთშაბათს სომხეთის მთავრობის სხდომაზე, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. მთავრობის წევრებმა დაამტკიცეს შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც სომხეთს ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების გზაზე ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა აღნიშნა, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს სომხეთის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას და იმ რეფორმების გაძლიერებას, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ემსახურება.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობა სომხეთისთვის უკვე მრავალი წლის განმავლობაში წარმოადგენს მნიშვნელოვან მიმართულებას, რაც მოიცავს უსაფრთხოების, ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას.

პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება არ გულისხმობს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას და საბოლოო სიტყვა ამ საკითხზე სომხეთის მოსახლეობას რეფერენდუმის გზით ექნება. მისი თქმით, კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, სომხეთი ევროკავშირთან თანამშრომლობის კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე იმუშავებს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay