შაბათი, აპრილი 25, 2026
Home მსოფლიო ინდონეზია ოფიციალურად შეუერთდა BRICS-ის ეკონომიკურ ბლოკს

ინდონეზია ოფიციალურად შეუერთდა BRICS-ის ეკონომიკურ ბლოკს

by admin

ინდონეზია ოფიციალურად შეუერთდა BRICS-ის ეკონომიკურ ბლოკს – ამის შესახებ ბრაზილიის მთავრობამ ორშაბათს ოფიციალურ განცხადებაში განაცხადა. წელს ორგანიზაციას სწორედ ბრაზილია თავმჯდომარეობს.

ჯაკარტამ  BRICS-ში გაწევრიანების მზადყოფნა ოქტომბერში, ყაზანის სამიტზე გამოთქვა. ინდონეზია მეოთხე ყველაზე დასახლებული ქვეყანაა მსოფლიოში, მაგრამ მისი ეკონომიკა ამჟამად უმსხვილეს ათეულშიც კი არ არის.

ეს არის პირველი ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან, რომელმაც სრული წევრობა მიიღო.

იანვრიდან მალაიზია და ტაილანდი ორგანიზაციის პარტნიორი ქვეყნები გახდნენ.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay