პარასკევი, აპრილი 24, 2026
Home პოლიტიკა მაკრონი – უკრაინელებს ტერიტორიულ საკითხებზე რეალისტური დისკუსიები უნდა ჰქონდეთ – უკრაინის კაპიტულაცია არ შეიძლება ევროპელებისთვის და ამერიკელებისთვის კარგი იყოს

მაკრონი – უკრაინელებს ტერიტორიულ საკითხებზე რეალისტური დისკუსიები უნდა ჰქონდეთ – უკრაინის კაპიტულაცია არ შეიძლება ევროპელებისთვის და ამერიკელებისთვის კარგი იყოს

by admin

უკრაინელებს ტერიტორიულ საკითხებზე რეალისტური დისკუსიები უნდა ჰქონდეთ, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგ დიპლომატებთან შეხვედრაზე განაცხადა:

“უკრაინაში სწრაფი და მარტივი გამოსავალი არ იქნება. უკრაინელებს ტერიტორიულ საკითხებზე რეალისტური დისკუსიები უნდა ჰქონდეთ და ამის გაკეთება მხოლოდ მათ შეუძლიათ, ევროპელები იმედს უსაფრთხოების გარანტიების შექმნაზე ამყარებენ, რაც მათი პასუხისმგებლობა იქნება.  აშშ სიტუაციის ხასიათის შეცვლაში უნდა დაგვეხმაროს და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან მისვლაში უნდა დაარწმუნოს. აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა იცის, რომ აშშ-ის გამარჯვების შანსი არ ექნება, თუ უკრაინა დამარცხდება. უკრაინის კაპიტულაცია არ შეიძლება ევროპელებისთვის და ამერიკელებისთვის კარგი იყოს”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay