ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
Home მსოფლიო სამხრეთ კორეაში სამართალდამცავებმა იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის დაპატიმრება ვერ შეძლეს

სამხრეთ კორეაში სამართალდამცავებმა იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის დაპატიმრება ვერ შეძლეს

by admin

სამხრეთ კორეაში სამართალდამცავებმა იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის დაპატიმრება ვერ შეძლეს და პრეზიდენტის რეზიდენცია დატოვეს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

“დაკავება პრაქტიკულად შეუძლებელია განხორციელდეს უწყვეტი დაპირისპირების გამო”, – განაცხადეს გამომძიებლებმა. ამასთან, იუნ სუკ იოლის მომხრეები მისი რეზიდენციის გარეთ სკანდირებენ: “ჩვენ გავიმარჯვეთ!”

შეგახსენებთ, სამხრეთ კორეაში სამართალდამცავები იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის დასაპატიმრებლად მის რეზიდენციაში მივიდნენ, მაგრამ პრეზიდენტის უსაფრთხოების გუნდმა მათ დაკავების ორდერის აღსრულების საშუალება არ მისცა.

სამხრეთ კორეის სასამართლომ იუნ სუკ იოლის დაკავების ორდერი ორი დღის წინ გასცა. ანტიკორუფციული სააგენტოს განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა იუნ სუკ იოლის მიერ საომარო მდგომარეობის გამოცხადება ამბოხება

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay