სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, მისი მთავრობა განიხილავს ზომებს უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის საპასუხოდ, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ფიცომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.
მისო თქმით, უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტა „ზელენსკის დივერსიაა“ და რომ ამის გამო მისი ქვეყნის ზარალი წელიწადში 500 მილიონ ევროს შეადგენს. მან დაადასტურა, რომ სლოვაკეთის მთავრობის წარმომადგენლები მომავალ სამშაბათს ბრიუსელში ტრანზიტის შეჩერების საკითხს განიხილავენ.
“პარტია Smer-SD-ის სახელით ვაცხადებ, რომ მზად ვართ კოალიციაში მოლაპარაკება ვაწარმოოთ და შევთანხმდეთ ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტაზე და სლოვაკეთის ტერიტორიაზე მყოფი უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერის მნიშვნელოვან შემცირებაზე,” – აღნიშნა ფიცომ.
ცნობისთვის, 1-ელი იანვრიდან უკრაინამ საკუთარი ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტი შეწყვიტა